გაზიარება
New Max ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში

ვილა ტაბახმელა

პროექტის შესახებ

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია ჰოლი, ატრიუმის ტიპის საერთო ოთახი მეორე სინათლით, სამზარეულო, საძინებელი, ორი სველი წერტილი, ტერასა და ავტოფარეხი, რომელიც გათვალისწინებულია ორ ავტომობილზე. მეორე სართულზე, სართულშუა დამაკავშირებელი ლითონის კიბით ავდივართ, სადაც მოწყობილია კორიდორი და ორი საძინებელი სველი წერტილებით. ფასადი დამუშავებულია ქვიშა-ცემენტის ხსნარით და დაფერილია საფასადე ბეჟი და რუხი საღებავებით, ფრაგმენტები მოპირკეთებულია ხის ფაქტურის მქონე კომპოზიტური პანელებით, ფერი ვენგე ასევე რუხი ფერის ალუმინის კომპოზიტური პანელებით, შენობას ფასადებზე აქვს რუხი ფერის ბეტონის კიბეები, შენობა გადაიხურება ოხრა მოყავისფრო ფერის ბუნებრივი თიხის კრამიტით.

  • ავტორი: New Max
  • სტატუსი : დასრულებული
  • მდებარეობა : ტაბახმელა